ბიზნესი, კარიერა, განათლება, ფინანსური მდგომარეობა, ჯანმრთელობა, პირადი ურთიერთოები – ეს ის სფეროები არის, რომელთა ამაღლების და დახვეწის სურვილი გააჩნია ადამიანს.
ჩვენ ინდივიდუალური მიდგომით დაგეხმარებით წარმატების გზის დაგეგმარებაში.
იურიდიული კონსულტაცია გულისხმობს სამართლებრივ რჩევას ნებისმიერ საკითხზე. კონსულტაციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს,
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია, როგორც სამართლებრივ ცენტრში მოსვლით, ასევე, დისტანციურად ონლაინ რეჟიმში, კონსულტაციის ჩასანიშნად უნდა დარეკოთ მითითებულ ნომერზე და ჩაეწეროთ ვიზიტზე.
დისტანციურად კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ ისარგებლოდ ჩვენი ვებგვერდის ონლაინ დახმარების სერვისით ან მოგვწეროთ.
იურიდიული კონსულტაციის გაწევის შემდგომ, შესაძლებელია საჭირო გახდეს იურიდიული დოკუმენტების მომზადება, რაც გულისხმობს ისეთი სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, როგორიცაა განცხადება, სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი, შუამდგომლობა და ა.შ.
მემკვიდრეობა, ჩვენი კომპანიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. სამემკვიდრეო ტიპის დავებს განეკუთვნება ისეთი საკითხები, რომლებიც უკავშირდება მემკვიდრეობას. უფლებების დასაცავად გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას. შესაძლებელია ისარგებლოთ როგორც პირადი ასევე სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით..
სამემკვიდრეო სამართლიდან გამომდინარე დავები საკმაოდ მრავალფეროვანია და ისინი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ქონების მესაკუთრის გარდაცვალების შემდეგ, თუ მისი ანდერძი არ არსებობს, ქონების წილი ნაწილდება მის პირველი რიგის მემკვიდრეებზე. პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მშობლები, შვილები და მეუღლე. თუ პირველი რიგის მემკვიდრეები სახეზე არიან, მაშინ ისინი მიიღებენ ქონებიდან წილს აბსოლუტურად თანაბრად, რა თქმა უნდა თუ არ არსებობს ანდერძი.
თუ ქონების მესაკუთრის ერთი შვილი ცოცხალია, ხოლო მეორე შვილი გარდაცვლილი, წილი ეკუთვნით მეორე, გარდაცვლილი შვილის შვილებსაც. ასეთ შემთხვევაში, მათ ეკუთვნით იგივე წილი ქონებიდან, რასაც მათი მშობელი მიიღებდა, ცოცხალი რომ ყოფილიყო.
თუ ადამიანმა ქონება ანდერძით დაუტოვა სხვა ადამიანს, არაკანონით მემკვიდრეს, მაშინ ვერაფერს ვერ მიიღებენ კანონით მემკვიდრეები?
ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ პირველი რიგის მემკვიდრეებს შეუძლიათ სავალდებულო წილის მოთხოვნა. ისინი მიიღებენ იმ ქონების ნახევარს, რომელიც უნდა მიეღოთ ანდერძი რომ არ ყოფილიყო.
თუ ერთი ადამიანის მიერ დაწერილი რამდენიმე ანდერძი არსებობს, მაშინ მისი ბოლოს დაწერილი ანდერძი ითვლება ვალიდურად.
თუ ადამიანმა ერთი ქონება ანდერძით დაუტოვა ერთ ადამიანს და ასევე მას ჰქონდა სხვა ქონებაც, რომლის შესახებ ანდერძში არაფერი აქვს ნახსენები, მაშინ, ეს ქონება თანაბრად გადანაწილდება მის კანონიერ მემკვიდრეებზე.
თუ არსებობს პირველი რიგის მემკვიდრე ერთი მაინც ცოცხალი, მაშინ მეორე რიგის მემკვიდრეები ქონებიდან წილს ვერ მიიღებენ. მეორე რიგის მემკვიდრეები არიან და/ძმა.
ამის შემდეგ მოდის სხვა ნათესავები: დისშვილები, ძმისშვილები, ბიძაშვილები და ა.შ.
თუ მშობელმა ერთ შვილს აჩუქა ქონება, მეორე შვილს შეუძლია სავალდებულო წილი მოითხოვოს? ამ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა ვადას, ჩუქებიდან რა დროა გასული. თუკი ჩუქებიდან გასულია არ არის 5 წელი, მაშინ შეიძლება შვილმა მოითხოვოს ქონებიდან წილის მიღება. თუ 5 წელზე მეტია გასული, მაშინ მეორე შვილი წილს ვერ მიიღებს.
თუ გაქვთ კითხვები ან გჭირდებათ ადვოკატის დახმარება მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში, მოგვმართეთ დაგეხმარებით.
განქორწინებისას ორ შემთხვევასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, ერთი როდესაც წყვილი თანახმაა და მეორე, როდესაც წყვილიდან ერთ ერთი თანახმა არ არის განქორწინებაზე.
ერთ-ერთი მეუღლე არ იმყოფება საქართველოში ან არ შეუძლია მეორე მხარესთან ერთად მისვლა და განქორწინების პროცედურის გავლა, მაშინ ამის გაკეთება მინდობილი პირის, ადვოკატის დახმარებით, დისტანციურად შეგიძლიათ გააკეთოთ.
ასეთ შემთხვევაში მეორე მეუღლეს შეუძლია განქორწინება სასამართლოს გზით მოითხოვოს.
ამისთვის საჭიროა სამართლებრივი ცენტრის TLcompany-sს სახელზე გაკეთდეს მინდობილობა, ამ მინდობილობის საფუძველზე კომპანიის ადვოკატები დაიწყებენ საქმის წარმოებას, მიმართავენ სასამართლოს, მოამზადებენ სარჩელს და გადაწყვეტილებას გამოგიგზავნიან თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე.
პირველ რიგში, სასურველი მეუღლეებმა ურთიერთშეთანხმების მიღწევა თავად სცადონ მოლაპარაკების გზით, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უნდა მიმართოთ ადვოკატს, რომელიც თქვენს ინტერესებს დაიცავს სასამართლოში, განქორწინების დროს, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ქონების თაობაზე, სასამართლო ვალდებულია განიხილოს მეუღლეთა ქონების გაყოფის საკითხი. გაიყოფა ის ქონება, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას. საერთო საკუთრება არის ის ქონება, რაც მეუღლეთა მიერ შეძენილ იქნა ქორწინების პერიოდში.
თუ განქორწინების დროს მეუღლეებს შორის წარმოიშობა დავა შვილების საცხოვრებელი ადგილს განსაზღვრისა და მათ სარჩენად გადასახდელ სახსრების ოდენობაზე, სასამართლო მოვალეა დაადგინოს თუ რომელი შვილი რომელ მშობელთან დარჩება და რომელ მშობელს რა ოდენობით უნდა გადახდეს სარჩო (ალიმენტი).
მეუღლეები მოვალენი არიან არჩინონ ერთმანეთი, რაც გამოიხატება მატერიალურ დახმარებაში. კერძოდ, ერთი მეუღლე ვალდებულია არჩინოს მეორე მეუღლე თუ ეს უკანასკნელი არის შრომისუუნარო და საჭიროებს მატერიალურ დახმარებას; ასევე ქმარი მოვალეა არჩინოს ცოლი ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან 3 წლის განმავლობაში. თუ მეუღლე ნებაყოფლობით არ ასრულებს ამ ვალდებულებას, სასამართლო უფლებამოსილია დაავალოს მას აღნიშნულის განხორციელება.
ყველა საქმე ინდივიდუალურია,არსებობს უამრავი ნიუანსი და თუ თქვენ მაინც გადაწყვიტეთ განქორწინება , მოგვმართეთ , განგიმარტავთ თქვენს უფლებებს და დავიცავთ თქვენს ინტერესებს.
დაირღვა ჩემი , როგორც პაციენტის უფლება, როგორ შეგიძლიათ დამეხმაროთ?
პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს:
სახელმწიფო საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალურ მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ და უსახლკარო პირებზე სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარების მიზნით უზრუნველყოფს სხვადასხვა სოციალურ დახმარებას. სოციალური დახმარების სახეებია:
საარსებო შემწეობა – ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა ეკუთვნის ოჯახს, რომლის სარეიტინგო ქულაც ნაკლებია კანონმდებლობით გათვალისწინებულ ოდენობაზე და იგი ემსახურება ღატაკი ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება სარეიტინგო ქულის ოდენობის შესაბამისად. ოჯახს, რომელიც მინიჭებულ ქულას არ ეთანხმება, შეუძლია განმეორებით მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მოითხოვოს ოჯახის ხელახალი გადამოწმება ბოლო შემოწმებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.
რეინტეგრაციის შემწეობა – ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს რეინტეგრაციის შემწეობა. რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ პირს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.
მინდობით აღზრდის ანაზღაურება – მინდობით აღზრდის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა დედობილს/მამობილს შვილობილის მოსავლელად და აღსაზრდელად.
სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება – სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა პირს, რომელიც სრულწლოვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას.
არაფულადი სოციალური დახმარება – სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირი შეიძლება იყოს არაფულადი სოციალური დახმარების მიმღები. პრევენციისა და რეინტეგრაციის მიზნით არაფულადი სოციალური დახმარება შეიძლება გაეწიოს აგრეთვე ბავშვს ან/და მის ოჯახს, როდესაც ოჯახში არსებული მდგომარეობა ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის დასაბუთებული წინაპირობაა, ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვს მისი ოჯახურ გარემოში ცხოვრების უზრუნველსაყოფად.
სოციალური პაკეტი – სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა რომელიც ინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო და მარჩენალის გარდაცვალების საფუძველზე.
სოციალური დახმარების საქმეებზე ზემოაღნიშნიული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში უფასო იურიდიული დახმარების გაწევა ხდება სოციალური დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის წესებისა და პირობების და ასევე, მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების დარღვევიდან გამომდინარე სადავო საქმეებზე.
ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობის დადგენა ხდება სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად.
მარტოხელა მშობელი არის პირი, რომელსაც გააჩნია მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსი. მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა ან შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას.
შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივის და ღირსების შელახვას; არის ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმა, განეკუთვნება ძალადობის ფართო სპექტრს. თუ გახდით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის თაობაზე, გთხოვთ 24 საათის განმავლობაში დარეკოთ სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 116 006 ან 112
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმები ითვალისწინებს მოძალადისათვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვას ან აკრძალვას, რაც ხორციელდება შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემით.
შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. შემაკავებელი ორდერი მოქმედებს გამოცემიდან 1 თვემდე ვადით.
დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. სასამართლოსთვის დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. დამცავი ორდერი მოქმედებს გამოცემიდან 6 თვემდე ვადით.
ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც ხდება მსხვერპლის ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, იურიდიული და სამედიცინო დახმარება.
თუ ფიქრობთ, რომ სამსახურიდან უსაფუძვლოდ გაგანთავისუფლეს და გაქვთ საკმარისი მტკიცებულებები და არგუმენტები თქვენი სიმართლის დასადასტურებლად ყოფილი დამსაქმებლის წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ შევისწავლით თქვენს საქმეს და დაგეხმარებით სამსახურში აღდგენაში, განაცდური დღეების ანაზღაურებასა და ფულადი კომპენსაციის მიღბაში.